24 ნოემბერი 2020,   22:52
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" რუსთავში მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გამართა

"ქართულმა ოცნებამ" რეგიონებში საარჩევნო პროგრამის თემატური მიმართულებების წარდგენა დაიწყო.

პირველი - მდგრადი განვითარების პრეზენტაცია რუსთავში გაიმართა. პრეზენტაციისას წარმოდგენილი იყო ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებები.

"2024 წლამდე, ყველა ჩვენს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან გვექნება ძალიან დიდი პროგრესი მიღწეული ჩქაროსნული მაგისტრალების მნიშვნელობით. არ შემიძლია არ აღვნიშნო ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სადაც 23 კილომეტრიანი მაგისტრალი იქნება, მათ შორის 9 კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც უნიკალური საინჟინრო ნაგებობა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. 

ჩვენ ასევე უნდა დავაკავშიროთ თბილისი და რუსთავი წითელ ხიდთან, უნდა დავაკავშიროთ თბილისი და ჩვენი მაგისტრალები სადახლოსთან, ისევე როგორც ბათუმიდან სარფამდე ჩავა ჩქაროსნული მაგისტრალი. ჩვენ დავიწყებთ მშენებლობას, რომ უახლოეს პერიოდში იყოს საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალები დასრულებული," - აღნიშნა პრეზენტაციაზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები