24 ნოემბერი 2020,   20:14
ვრცლად
სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და ასევე, მინიმალური იყოს ზიანი ჩვენს ეკონომიკაზე. 

არჩილ თალაკვაძემ უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა რომ საგანგებო შეხვედრაზე, მთავრობამ სამი ძირითად საკითხი განიხილა.

"პირველი - ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანმრთელობა, სადაც ყველა შესაძლო ზომა და ყველა შესაძლო ნაბიჯი არის გადადგმული, როგორც პრევენციის მიმართულებით, ასევე კლინიკური და მკურნალობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ზედმიწევნით ყველა მოქალაქემ გაითვალისიწნოს ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურების მიერ არის გაცემული. ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ იმ კარგი შედეგბის შენარჩუნებას, რომელიც მიღწეულია ექიმების, ექთნების, ეპიდემიოლოგების, მოკავშირე სამსახურების მიერ. ჩვენმა სახელმწიფომ და ჩვენ ყველამ შევძელით ორკვირიანი ვადის მოგება, როდესაც მსოფლიოში ვირუსის გავრცელების ტენდენცია არის მზარდი, საქართველო თითქმის ორი კვირით ჩამორჩება ტენდენციას. მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ჩვენ მივიღოთ ყველა საჭირო ზომა და გავამკაცროთ კონტროლი იმისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ შემთხვევების უკნოტროლო და სწრაფი გავრელება.

მეორე მნიშველოვანი თემა, ეს არის ეკონომიკა, სადაც პრემიერმა ისაუბრა იმაზე, რომ არსებობს კონრკეტული გეგმები, მიღებულია კონკრეტული ზომები, გადადგმულია ნაბიჯები, მაგრამ ასევე არის დამუშავებული შემდგომი სცენარები და ის მექანიზმები, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება გაოიყენოს ბიზნესისა და თითოეული დასაქმებულის, ასევე იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც არ არის დასაქმებული და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დამატებით დახმარებას.

მესამე მნიშვნელოვანი თემა არის პოლიტიკური პროცესი და ის საკანონდებლო ცვლილებები, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს და შეთანხმება არსებობს პოლიტიკურ სპექტრში. აქაც ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურალურად, რომ მომდევნო პერიოდებში ის დროები და ინტერვალები, რაც სჭირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს, მინიმალურად აისახოს პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესის კალდენდარზე და ჩვენ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შევძლოთ იმ ვალდებულებებისა და პირობების შესრულება, რაზეც პოლიტიკური შეთნხმება არის მიღწეული. ვგულისხმობ საკანონდემლო და საკონსტიტუციო ცვლილებეს, ამისთვის ვადები არის განსაზღვრული და ჩვენ მაქსიმაურად შევეცდებით, რომ პარლამენტი ამ ვადებში ჩაეტიოს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები