06 დეკემბერი 2020,   03:14
ვრცლად
იტალიიდან ჩამოსულ რამდენიმე პირს ტემპერატურა აღენიშნება - ისინი სტაციონარებში გადაიყვანეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილ შვიდამდე ადამიანს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და ისინი საგანგებო სამედიცინო სამსახურმა სტაციონარებში გადაიყვანა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, 2 თვითმფრინავით საქართველოში 150 -მდე  ადამიანი ჩამოიყვანეს. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებმაც ფრენების შეწყვეტის გამო ვერ შეძლო სამშობლოში დაბრუნება. გამყრელიძის ინფორმაციით, ყველა მათგანს ჩაუტარდა საჭირო პროცედურები - თერმოსკრინინგი, ბორტზევე შეავსეს შესაბამისი კითხვარები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ყველა პირი 2-კვირიან კარანტინში იქნება მოთავსებული.

დღის ამბები