26 ნოემბერი 2020,   19:55
ვრცლად
8-დან 5 პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითოზილაციაში იყო - თენგიზ ცერცვაძე

 

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა ისევ იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება:

"ერთი იმყოფებოდა კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ იმ პიროვნებასთან, პაციენტ #5-თან, რომლისგანაც კიდევ 3 დასნებოვნდა,  პაციენტი #4, #5 #6 #7 #8 ერთად იყვნენ იტალიაში. ეს პირი არის კონტაქტში მყოფი უკვე ინფიცირებულ პირთან, შეასრულა სამუშაო და აიღო დაინფიცირებული პირისგან თანხა. ის ვარაუდობს, რომ აქედან გადაედო.

5 ადამიანი კი იმყოფებოდა იტალიაში და ისინი კავშირში არიან პაციენტთან, ახალგაზრდა ქალთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოათავსეს ინფექციურში. ისინი იყვნენ თვითიზოლაციაში, გამოიკვლიეს და მაშინ არ დადასტურდა და ახლა დაუდასტურდათ.

ჩვენ გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში. ერთი კავშირშია ახალგაზრდა ქალთან, რომელიც იწვა ჩვენთან და მათთან ერთად მყოფი 5 ადამიანი, და მეორე ჯგუფი, რომელიც იყო #4 თან ერთად,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პირები იზოლაციის წესებს იცავდნენ.

დღის ამბები