04 დეკემბერი 2020,   20:32
ვრცლად
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს იტალიიდან დაბრუნებულმა მგზავრმა მაღალი ტემპერატურის გამო მიმართა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 37,2 ტემპერატურით კიდევ ერთი პაციენტია მოთავსებული -30 წლამდე მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას საკუთარი ინიციატივით მიმართა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის განმარტებით, მოქალაქე ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან გუშინ ჩამოფრინდა, მას დღეს უკვე აღენიშნებოდა ცხელება და ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა.

პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურები უტარდება.

ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში დღესვე გადაიგზავნება. ბათუმში, ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ ერთი პაციენტი იმყოფება, რომლის ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

დღის ამბები