21 იანვარი 2021,   03:38
ვრცლად
ხობში სტუმარმა მასპინძელი დაჭრა, რის შემდეგაც სხვა ოჯახს ესტუმრა და დიასახლისს მძიმე ნივთი ჩაარტყა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მამაკაცმა 40 წლამდე მასპინძელი საკუთარ სახლში დაჭრა. მეზობლები მომხდარის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა იციან, რომ შემთხვევა დღეს, დღის საათებში მოხდა.

დაზარალებულს ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. მეზობლების თქმით, ფაქტის შემდეგ მამაკაცი ამავე ქუჩაზე მდებარე სხვა სახლში გადავიდა და ერთ-ერთი ოჯახის დიასახლისს მძიმე ნივთი ჩაარტყა.

დაჭრილის დედის ინფორმაციით, დაკავებული მისი დისშვილიშვილია, მანამდე მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა.

დაშავებული ქალი ქუთაისის საავადმყოფოში, მამაკაცი კი ხობის კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები