ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, თავდასხმაში მონაწილე ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ თუ კი დამნაშავე პირებს ხელისუფლება არ დასჯის, ამას ხალხი იზამს.
"ყველა ის ადამიანი იმედია დაისჯება. თუ ხელისუფლება არ დასჯის, ხალხი ამას გააკეთებს მე ვფიქრობ. დღეს რაც ხდება მთელს ქვეყანაში, ჩვენ ამას კარგად ვხედავთ," - აცხადებს მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი.