თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ჩვენს საფეხბურთო საზოგადოებას გამოაკლდა მეგობარი, გულშემატკივარი, ადამიანი, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულით და ერთგულებით ქართველი გულშემატკივრების დიდი სიყვარული მოიპოვა.
გიორგი ნემსაძის სახით ქართულმა ფეხბურთმა ღირსეული წარმომადგენელი დაკარგა, ჩვენ კი დაგვიტოვა ისტორია ძმობის, გუნდურობის, თავდადების და საერთო ძალისხმევით წარმატებების მიღწევის.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, ჩვენს სპორტულ საზოგადოებას, ქართველ გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს.
კაპიტანო, შენი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში," - წერს კახა კალაძე.