ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, შვედეთში, ნორვეგიაში, გერმანიასა და პოლონეთში გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა.
საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა კოპენჰაგენის, ოსლოსა და სტოკჰოლმის მთავარ ქუჩებსა და მოედნებზე, სულ, 500-მდე ლოკაციაზე, ასევე, ბერლინისა და ვარშავის 300-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე.