უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ინფორმაციით, გამომძიებლები უკრაინის ეროვნული ბანკის შენობაში ჩხრეკას ატარებდნენ, ასევე ჩხრეკა მიმდინარეობს ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის საცხოვრებელ მისამართზე, - წერს Reuters-ი.
NABU-ს ცნობით, ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ და არცერთი პირისთვის არ წარუდგენიათ ოფიციალური ბრალდება.
ამასთან, ცენტრალურმა ბანკმა დაადასტურა, რომ NABU მის შენობაში გამოძიებას ატარებს და განცხადებაში დასძინა, რომ ბანკი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.