21 ოქტომბერი 2026,   13:12
ვრცლად
ახალციხეში, იაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე ახალი გზა იგება

ახალციხეში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება - იაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე ახალი გზა იგება.

პროექტის ფარგლებში, იცვლება ასფალტის საფარი, ეწყობა სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და ეზოებში შესასვლელები. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

"ქალაქ ახალციხეში, ვაჟა-ფშაველასა და იაძის ქუჩებზე დავიწყეთ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ნახევარ კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა. ასევე, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სანიაღვრე არხების მოწყობა, ტროტუარების რეაბილიტაცია", - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა. 

წელს ახალციხეში, ჯამში, 10 კილომეტრამდე გზის მოწესრიგებაა დაგეგმილი.

დღის ამბები