21 ოქტომბერი 2026,   10:26
ვრცლად
ოზურგეთში, ჯუმათის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ოზურგეთში, ჯუმათის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ​პროექტი 6-კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებას ითვალისწინებს.

სამუშაოების ფარგლებში, დასრულებულია საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების მშენებლობა. აქტიურ რეჟიმში კეთდება გზაც - ამ ეტაპზე, 2 კილომეტრ-ნახევარზე ასფალტის საფარი უკვე დაგებულია.

პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და ის, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

დღის ამბები