საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე "ევრონასკარის" ბელგიის ეტაპს დაესწრო. NASCAR-ის ევროპის სერიების ბოლო ეტაპი სირკუს ზოლდერის ავტოდრომზე ჩატარდა და ჩემპიონები ქართველი მრბოლელები სანდრო თავართქილაძე და დავით ქაჯაია გახდნენ.
სანდრო თავართქილაძემ გამარჯვება "მასტერსის" კლასში მოიპოვა, დავით ქაჯაიამ კი "ჩელენჯერ თროფიში".
"ევროპული ნასკარის" სერიები სეზონზე 12 რბოლას მოიცავს. ტურნირის ჩემპიონებს კი 12-ვე რბოლის შედეგად დაგროვებული ქულებით ავლენენ.