საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია აჭარის რეგიონში იწყებს კამპანიას - "ეკომეგობრული აჭარა", რომელიც მიზნად ისახავს სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის უნარების დანერგვასა და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას.
ამ საკითხზე აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.