საგანგებო განცხადებით ეხმაურება ალბანეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ევროკომისია - ბრიუსელი გმობს სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, ცეცხლის წაკიდებასა და საჯარო თუ კერძო ქონების განადგურებას.
განცხადებაში წერია, რომ ამგვარი ქმედებები დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელია. ევროკომისიაში ითხოვენ, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის შესაბამისად დაისაჯოს.
დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ ალბანეთში, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში არსებული პრობლემები მშვიდობიანად, კონსტრუქციული დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას.