ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დღეს, ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, ომის ვეტერან გურამ გორელიშვილს, საქართველოს პირველი არხის ძველი თაობის ხელმძღვანელობასა და ჟურნალისტებს უმასპინძლა.
შეხვედრის მიზანი გახლდათ გურამ გორელიშვილის გადაწყვეტილება, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის გადაეცა მისი პირადი არქივი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების, მებრძოლებისა და იმდროინდელი მოვლენების შესახებ უნიკალურ მასალას მოიცავს.
კობა კობალაძემ, გურამ გორელიშვილს, ამ ძვირფასი საჩუქრისთვის და ქართული ჟურნალისტიკის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა; მან მადლიერება გამოხატა პირველი არხის ხელმძღვანელებისა და თითოეული ჟურნალისტის მიმართ:’’ჩემთვის ძალიან ემოციურია თქვენთან შეხვედრა, რადგან სწორედ თქვენი დამსახურებაა ის უნიკალური კადრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიასა და ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებულ მეომრებს კიდევ ერთხელ გვახსენებს. მომავალი თაობები ყოველთვის იამაყებენ თქვენით, ვინც წვეთ-წვეთად ქმნიდით ჩვენი ქვეყნის მტკივნეული თუ გმირული წარსულის მატიანეს. დღეიდან, ეს უნიკალური არქივი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დაიდებს ბინას. გულწრფელი მადლობა ბატონ გურამს,აწგარდაცვლილ ჯანო ინაძეს, რომელიც ბატონ გურამთან ერთად ქმნიდა ამ უნიკალურ კადრებს და მადლობა თითოეულ თქვენგანს,’’-განაცხადა კობა კობალაძემ.
საქართველოს