14 სექტემბერი 2026,   15:49
ვრცლად
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გეკა გელაძე, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დღეს დატოვა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

ირაკლი კობახიძემ გეკა გელაძეს, სუს-ში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

"როგორც მოგეხსენებათ, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ბატონმა გეკა გელაძემ დატოვა დაკავებული თანამდებობა. პირველ რიგში, გეკა გელაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა მინდა გადავუხადო.

ბატონი გეკა გელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის, ორგანიზებული, ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

ბატონი გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. თავის ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები