11 სექტემბერი 2026,   16:16
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას - სასაცილოა

"გამოდის, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. ნუ სასაცილოა." - პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება მარტა კოსის განცხადებას, სადაც ევროკომისარი კანდიდატი ქვეყნებისგან მოითხოვს დონალდ ტრამპის მოძრაობასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტონ.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის გაფართოების მიმართულებით, რომ ამ მიმართულებით გაკეთებული განცხადებები არასერიოზულად გამოიყურება.

"როდესაც ქვეყნები, წევრებიც არ არიან, კანდიდატები არიან, სუვერენული ქვეყნები არიან და ცდილობენ მათი საგარეო პოლიტიკა და საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით პირდაპირ ულტიმატუმები წაუყენონ.
ნუ ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს ამერიკის შეერთებული შტატები.
როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და მათ შორის გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ უკვე სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომელიც ამ მიმართულებით გვესმის.

წარმოგიდგენიათ ახლა, როდესაც ამას საჯაროდ იტყვის გაფართოების კომისარი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან არ ჰქონდეთ ურთიერთობა და ეს სხვა არაფერია, თუ არა ტრამპის პოლიტიკური საყრდენი და მისი ფილოსოფიის მთავარი საყრდენი და ეს განცხადება ზუსტად ამას ნიშნავს, რომ საჯაროდ მოუწოდებენ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ.
ამის შემდეგ, როგორ შეიძლება რაიმენაირად სერიოზულად აღიქვას.
ამას აქვს მეორე განზომილებაც, კონტექსტიც უნდა გავითვალისწინოთ. ეს განცხადება გაკეთდა განსაკუთრებით სერბეთის გასაგონად, სადაც მალე იმართება კონფერენცია, რომელიც, მათ შორის ამ მოძრაობის მონაწილეობით იქნება და სერბეთში იცით, რომ ოქტომბერში დანიშნულია არჩევნები და ეს სიგნალიც არის მათ შორის არჩევნებში ჩარევის ერთ-ერთი მცდელობა," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები