რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ხარკოვის ოლქში იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
სამიზნე გახდა სუმის ოლქიც, რუსეთის ძალებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მართვადი საავიაციო ბომბებით დაარტყეს. დაშავებულია 12 ადამიანი. დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურული ობიექტები. ოდესის ოლქში შვიდი საცხოვრებელი სახლი განადგურდა, არიან დაშავებულები.
საპასუხოდ, უკრაინის ძალებმა ღამით რუსეთის მიმართულებით 600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. აფეთქებების ხმა ისმის ტვერის, იაროსლავის და მოსკოვის ოლქებში. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ნავთობ გადამამუშავებელ საწარმოებში, ლოგისტიკურ ცენტრებსა და საწყობებში.