ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ, ხელი მოაწერა "ხელოვნური ინტელექტის თანამშრომლობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ" შეთანხმებას.
ინფორმაციას ჩინეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
"ორგანიზაციის დაფუძნების ცერემონია 2026 წლის 16 ივლისს გაიმართა, რომლის ფარგლებშიც შეთანხმებას 29 სახელმწიფომ მოაწერა ხელი. დაფუძნების ცერემონიას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ესწრებოდა. შეთანხმება ხელმოსაწერად ღია იყო 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.