რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ახალგაზრდებს შეხვდა.
მამუკა რეხვიაშვილმა, საჯარო დისკუსიაში, დეპუტატებთან ერთად მიიღო მონაწილეობა და ახალგაზრდების კითხვებს პირადად უპასუხა.
ახალგაზრდებმა ქალაქის განვითარების შესახებ საკუთარი იდეები და ინიციატივები წარადგინეს, შეავსეს ანკეტები და მათთვის მნიშვნელოვანი მიმართულებები განსაზღვრეს.