ძველ თბილისში, გომის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შენარჩუნდება ქუჩის ისტორიული იერსახე, მოეწყობა კიბე-ბილიკი, რომელიც მოპირკეთდება ძველი ქართული აგურით. ასევე, ეწყობა სანიაღვრე და წყალარინების ქსელი ასევე დამონტაჟდება გარე განათების სისტემა.
პროექტის ღირებულება 250 ათასი ლარია.