28 ივლისი 2026,   17:04
ვრცლად
ჩვენი ორგანიზაცია არანაირად არ ემხრობა ძალადობას... პირიქით, გვინდა, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ეკლესია დავიცვათ მაქსიმალურად - გიორგი ქართველიშვილი

"ეროვნული თაობა" - ახალი სახალხო მოძრაობა ოფიციალურად დაფუძნდა. საინიციატივო ჯგუფმა განაცხადი იუსტიციის სახლში ცოტა ხნის წინ შეიტანა.

დამფუძნებლის, გიორგი ქართველიშვილის განცხადებით, ორგანიზაცია ძალადობას ეწინააღმდეგება და მისი მთავარი მიზანი ეკლესიის, ეროვნული იდენტობისა და ღირებულებების დაცვაა. მისი თქმით, საზოგადო მოღვაწეებისა და მწერლების აბუჩად აგდება უპასუხოდ არ უნდა დარჩეს, თუმცა რეაგირება იმ ფორმებს არ უნდა ემსგავსებოდეს, რომლებსაც ოპონენტები იყენებენ.

"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას არანაირად. პირიქით, გვინდა, რომ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ეკლესია დავიცვათ მაქსიმალურად და ამ ადამიანებს არ მივცეთ იმის საბაბი (არ იყვნენ ისინი მოტივირებულები), რომ ჩვენი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები ასე ქილიკით მოიხსენიონ და პასუხი არ გაეცეთ, არა იმ ფორმებში, რა ფორმებსაც თვითონ უსვამენ ხაზს", - აცხადებს ქართველიშვილი.

დღის ამბები