29 ივლისი 2026,   01:21
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტით, შეერთებულ შტატებში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდება.

მოლაპარაკებების მთავარი საკითხები უკრაინის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გაძლიერება და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკისთან რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების გზებზე იმსჯელებს.

შეხვედრაზე მიწვეული არიან ამერიკელი სენატორებიც.

დღის ამბები