28 ივლისი 2026,   14:32
ვრცლად
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა - Bloomberg

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება 7.4%-ით შემცირდა და ბარელზე 90 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.

მედიის ცნობით, ფასების ვარდნა აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის განმუხტვას უკავშირდება.

13-დღიანი უწყვეტი დარტყმების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ირანზე ავიაიერიშები შეაჩერა. თეირანმაც, საპასუხოდ, ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

ცნობისთვის, მხოლოდ 4 დღის წინ, მხარეებს შორის ინტენსიური სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარს აღწევდა.

დღის ამბები