აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, დევნილი მეწარმეებისთვის ელექტრონული კომერციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ინტერნეტის საშუალებით პროდუქციის გაყიდვის, საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმების ეფექტიანად გამოყენების, პროდუქციის სწორად წარდგენისა და ონლაინ გაყიდვების ორგანიზების შესახებ.
ტრენინგის მიზანი დევნილი მეწარმეებისთვის თანამედროვე ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, მათი ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა იყო.