ევროპარლამენტმა ოფიციალურ რეზოლუციაში ტერმინი "ქრისტიანოფობია" პირველად გამოიყენა და ქრისტიანობა მსოფლიოში ყველაზე დევნილ რელიგიად გამოაცხადა. ირკვევა, რომ მასობრივ დევნას გლობალურად 380 მილიონზე მეტი ადამიანი ეწირება.
რეზოლუცია ასევე აკრიტიკებს ევროკავშირს ანტიქრისტიანული სიძულვილის წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური კოორდინატორის არარსებობის გამო, მაშინ როდესაც ისლამოფობიასთან საბრძოლველად მსგავსი პოზიცია უკვე არსებობს.
რეზოლუციის ავტორები ევროკომისიას მოუწოდებენ, სერიოზულად განიხილოს ანტიქრისტიანული სიძულვილის საწინააღმდეგო ევროპული კოორდინატორის დანიშვნა და დროულად შეავსოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვაკანსია.
ინიციატივას მიესალმნენ პაპი ლეო XIV და ევროკავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციების კომისია.