26 ივლისი 2026,   17:39
ვრცლად
გარდაუვალი სამხედრო შეჭრის შემთხვევაში, ქვეყნის დასაცავად ბრიტანეთის მოსახლეობის მხოლოდ 6% იბრძოლებდა

კვლევის თანახმად, გარდაუვალი სამხედრო შეჭრის შემთხვევაში, ქვეყნის დასაცავად, ჯარში ბრიტანეთის მოსახლეობის მხოლოდ 6% პროცენტი წავიდოდა - კვლევას იუგოვი ავრცელებს.

გამოკითხულთა კიდევ 14% აცხადებს, რომ იბრძოლებდა, თუ სამხედრო სამსახურში გაიწვევდნენ, ხოლო 17% ბრძანების მიღების შემთხვევაშიც უარს იტყოდა. გამოკითხულთა 52% ფიქრობს, რომ ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოა.

პოლიტიკური მიმომხილველი ბრენდან ო’ნილი, ამ მაჩვენებლებს ბრიტანეთში ეროვნული თვითშეგნების ღრმა კრიზისის ნიშნად აფასებს. ავტორის აზრით, მოქალაქეთა დიდი ნაწილი ვეღარ ხედავს, რისთვის უნდა გარისკოს სიცოცხლე - ქვეყანას უკავშირებს გაუარესებულ ყოველდღიურ გარემოს, უკონტროლო მიგრაციას, საზღვრების სისუსტეს, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობასა და პატრიოტიზმის მუდმივ დაკნინებას.

დღის ამბები