27 ივლისი 2026,   08:36
ვრცლად
"ორივე კარგად არის, კარგად წავიდა შეხორცება" - "ჰელსიკორის" აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილი 2 ახალგაზრდის მდგომარეობაზე

ვერაზე დაჭრილი 2 ახალგაზრდა, კლინიკა "ჰელსიკორიდან" გაწერეს.

ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. აღარ საჭიროებენ კლინიკურ მეთვალყურეობას, რის გამოც სამედიცინო პერსონალმა ბინაზე გაწერის გადაწყვეტილება მიიღო.

"ორივე კარად არის, კარგად წავიდა შეხორცება. შეხორცების მიხედვით მოხდება ნაკერების ახსნა. ახალგაზრდას, რომელიც მტევანში იყო დაჭრილი, სამი კვირიდან ერთ თვემდე თაბაშირი ექნება. რაც შეეხება მხარში დაჭრილს, ის უფრო მალე გაივლის რეაბილიტაციას.

გუშინ საღამოს გაწერეს ბინაზე", - განაცხადა კლინიკა "ჰელსიკორის" აღმასრულებელმა დირექტორმა შმაგი ჭიოკაძემ.

 

დღის ამბები