საქართველოში პირველად, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და "ბარსას აკადემიის" თანამშრომლობით, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხელბურთის ბანაკი გაიხსნა.
პროექტის მიზანი ახალგაზრდა ხელბურთელებისა და მწვრთნელების პროფესიული განვითარება, თანამედროვე ევროპული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაა. ბანაკი 31 ივლისამდე გაგრძელდება.