24 ივლისი 2026,   03:55
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელექტროენერგია აღდგენილია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელექტროენერგია აღდგენილია.

დღეს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს და ასევე, მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.

"ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა თბილისში: დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს. ასევე ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს. პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას"- ინფორმაცია
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ გაავრცელა.

დღის ამბები