26 ივნისი 2026,   18:44
ვრცლად
პრემიერი: წლის ბოლომდე დაგეგმილია სოციალური დახმარების მიმღები 65 000-მდე ოჯახის მონაცემების გადახედვა, სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის ეკონომია შეადგენს 75 მლნ ლარს, რაც შეეხება დევნილ ოჯახებს, 2012 წლის შემდეგ 45 000 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული

წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 000 ოჯახის მონაცემების გადახედვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენია ეკონომია სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის გადახედვიდან და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა.

"თუ ავიღებთ არსებულ ტენდენციას, სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის ეკონომია შეადგენს 75 მლნ ლარს, თუმცა ამის შემდეგაც გაგრძელდება პროცესები. ახლა ოჯახებია შერჩეული კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, შემდეგ გადამოწმებამ უნდა მოიცვას ყველა ოჯახი და ეს ეტაპობრივად გაგრძელდება. წლის ბოლომდე სავარაუდო ეკონომიკა იქნება 75 მლნ ლარი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატების კითხვის საპასუხოდ პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთლიანობაში, 2012 წლის შემდეგ 45 000 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული.

დღის ამბები