05 აგვისტო 2026,   04:33
ვრცლად
იუსტიციის სახლი ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების გამარჯვებულია - პროექტს "მობილური იუსტიციის სახლი" კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი მიენიჭა

საქართველოს მასშტაბით, ათივე რეგიონში, მობილური იუსტიციის სახლები რეგულარულად ოპერირებენ. მაღალმთიან სოფლებსა და ადმინისტრაციული ცენტრისგან დაშორებულ დასახლებებს 500ზე მეტ სერვისს აწვდიან. მოქალაქეები ყველა საჭირო პროცედურას სახლთან ახლოს იღებენ. ამ შესაძლებლობით 250 000-ზე მეტმა პირმა უკვე ისარგებლა.

სწორედ ეფექტიანი, ინოვაციური და მოქალაქეზე მორგებული სერვისების გამო მიენიჭა მობილური იუსტიციის სახლს "კარგი პრაქტიკის" სერტიფიკატი. პროექტმა საერთაშორისო აღიარება ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების ფარგლებში მიიღო. იუსტიციის სამინისტროში ამბობენ რომ საქართველო საჯარო მომსახურების განვითარების მიმართულებით გამოწვევებს წარმატებით პასუხობს.

კონკურსი ევროპის მასშტაბით საჯარო სექტორის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიანად მიიჩნევა, აერთიანებს სახელმწიფო უწყებებსა და ინოვაციურ პროექტებს მთელი ევროპიდან, რომლებიც გამორჩეულ პრაქტიკებს ქმნიან.

"მობილური იუსტიციის სახლის" პროექტი 2021 წლის სექტემბერში აჭარის რეგიონში დაიწყო და 2 წელზე ნაკლებ დროში მთელი საქართველო დაფარა. უახლოეს მომავალში სერვისით კიდევ 40-მდე სოფელი ისარგებლებს.

დღის ამბები