11 აგვისტო 2026,   20:31
ვრცლად
ბაიდენის ადმინისტრაციის და ბრიუსელის დამსახურებაა, რომ დღეს ისინი არიან ქუჩის რადიკალური ოპოზიცია - შალვა პაპუაშვილი

"ბევრისთვის, საქართველოში უნდა იყოს გაკვეთილი, როდესაც ემორჩილები გარე ძალას და როდესაც უყურებ, გარედან რას გეუბნებიან და ამის მიხედვით აწყობ შენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდები ზუსტად ამ მდგომარეობაში, სადაც დღეს რადიკალური ოპოზიცია აღმოჩნდა," - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებას ეხმაურება.  

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი იცვლება და ყალიბდება იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან გარე ძალები. 

"საბოლოო განცხადებიდანაც ვნახეთ ჩვენ, თუ რა დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას დემოკრატიული პროცესების მიღმა, ხელისუფლების შეცვლის მცდელობებისგან და დემოკრატიული ინსტიტუტების ბოიკოტირების მიმართ. ეს არის, სადაც აღმოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც არა საკუთარ ამომრჩეველს უსმენენ, არამედ უსმენენ უცხო ქვეყნის ხელმძღვანელობას. რადიკალური ოპოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყვანა პარლამენტიდან 2024 წელს, ბაიდენის ადმინისტრაციამ დააყრევინა რადიკალურ ოპოზიციას მანდატები და დღეს იმკიან იმას, სადაც შევიდნენ იმის გამო, რომ მოუსმინეს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას. სწორედ, ბაიდენის ადმინისტრაციის და ბრიუსელის დამსახურებაა, რომ დღეს ისინი არიან ქუჩის რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც სცადა მათ შორის, ძალადობით ხელისუფლების დამხობა. მათი ლიდერები დღეს სასჯელს იხდიან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისთვის და მათ შორის, მათი ზოგიერთი მხარდამჭერი. ასე რომ, ალბათ ეს არ იქნება მათთვის გაკვეთილი, მაგრამ ბევრისთვის, საქართველოში უნდა იყოს გაკვეთილი, როდესაც ემორჩილები გარე ძალას და როდესაც უყურებ გარედან რას გეუბნებიან და ამის მიხედვით აწყობ შენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდები ზუსტად ამ მდგომარეობაში, სადაც დღეს რადიკალური ოპოზიცია აღმოჩნდა. ახლა აღმოჩნდა, რომ "ლელო" და სხვები ერთმანეთში ამ საკითხზე კამათობენ და თავად მანდატები რომ დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და მითითებით და დღეს შეიცვალეს აზრი იმიტომ, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. მათი პოლიტიკური დღის წესრიგი იცვლება და ყალიბდება იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან გარედან. ამაზე მეტი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როდესაც პირდაპირ ეთერში ვუყურებთ ადამიანებს, ჯგუფებს, რომლებიც ჩვეულებრივად თავს სთავაზობენ სხვა ქვეყნებს, რომ იქნებიან მათი ემისრები საქართველოში და სთავაზობენ საქართველოს ლანგრად, რომ დაგვიჭირეთ მხარი, მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და გავაკეთებთ იმას, რასაც დაგვავალებთ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

 

 

დღის ამბები