არარეგისტრირებული სახერხი საამქრო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში - სამართალდარღვევა სოფელ ზომლეთში გამოვლინდა. მოქალაქეს ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკუთარ ეზოში ედგა.
ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის მორები და დამუშავებული ხის მასალა.