ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, პროდუქტიულობა, კომუნიკაცია და დაჩქარებული სამუშაო პროცესები - ფინანსურ ისტორიაში პირველად, საქართველომ 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. საერთაშორისო ინვესტორებისთვის ქვეყანა უფრო მიმზიდველი ხდება.
ყველა ვალდებულებაზე, რომელიც ფასიანი ქაღალდების გამოშვებას უკავშირდება, პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.
ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციაში, რაც სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსების პროცესს უკავშირდება, რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტი ერთობლივად მონაწილეობდა. ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებაზე საუბრობენ ადგილობრივი საინვესტიციო წამყვანი ბანკების წარმომადგენლები.
საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსება, ფინანსური ინსტიტუტების გაერთიანებით, პირველად განხორციელდა. ამ პროცესში ერთობლივი მენეჯერების როლი წამყვანმა საინვესტიციო ბანკებმა შეასრულეს. ფინანსური პროცესით უკვე დაინტერესდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორები.
თითქმის 6-წლიანი ვადით, 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციების საბოლოო განაწილებით, მთლიანი გამოშვების 65 პროცენტი არარეზიდენტ, 35 პროცენტი კი რეზიდენტ პირებზე გადანაწილდა.
საფინანსო უწყების გადაწყვეტილება ბიუჯეტს საშუალებას აძლევს, არ გაზარდოს ქვეყნის საშინაო ვალი.