03 აგვისტო 2026,   11:34
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა. პროექტი "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" საერთაშორისო პარტნიორ - ვიზასთან თანამშრომლობით განახორციელა.

ბიზნეს ლაუნჯი მგზავრებს დაეხმარება გაფრენამდე დრო სასიამოვნოდ გაატარონ, ასევე, მიიღონ ყველა შესაბამისი სერვისი. დღესვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სწრაფი გასასვლელი ამოქმედდა.

სერვისი უსაფრთხოების კონტროლისა და საპასპორტო კონტროლის სწრაფად გავლას გულისხმობს, რაც აეროპორტში ლოდინის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.

დღის ამბები