18 ივნისი 2026,   12:55
ვრცლად
Bloomberg: ჯორჯია მელონის მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმის პროექტი წარადგინა, რომელიც მმართველ კოალიციას მომავალ არჩევნებზე სტაბილური უმრავლესობის მოპოვებას გაუადვილებს

ჯორჯია მელონის მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმის პროექტი წარადგინა, რომელიც მმართველ კოალიციას მომავალ არჩევნებზე სტაბილური უმრავლესობის მოპოვებას გაუადვილებს, - ინფორმაციას ''ბლუმბერგი'' ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ცვლილებების მიხედვით, თუ გამარჯვებულ კოალიციას არჩევნებში ხმების 42%-ზე მეტი ექნება, პარლამენტში დამატებით მანდატებს მიიღებს, რაც მას მყარი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირების შესაძლებლობას მისცემს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ პარტიებმა და კოალიციებმა საარჩევნო სიების წარდგენის დროს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც ოფიციალურად დაასახელონ, რაც მთავრობის მეთაურის პოზიციას კიდევ უფრო გააძლიერებს.
ახლა კანონპროექტი პარლამენტის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს.

დღის ამბები