ექსპრეზიდენტი ციხიდან ისევ ოპოზიციის მცდარ სტრატეგიაზე იწერება. მოყელყელავე პარტიები ნაყიდი ეთერებით, ძვირფასები მანქანებით და დაცვით მოსიარულე ლიდერებით - სააკაშვილისთვის პარტიების ლექსიკაც, გზავნილებიც და ქმედებებიც რეალობას აცდენილია, სიტყვა ოპოზიცია კი არარელევანტური.
გიორგი ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილზე მეტის თქმა არ ისურვა. "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო პარტნიორისგან განსხვავებით კი სხვებმა მკაფიოდ თქვეს, რომ პატიმარი ექსპრეზიდენტის პრეტენზიებს არ იღებენ. სააკაშვილის შენიშვნებს და მოწოდებებს ალიანის მიღმა დარჩენილ, მისსავე პარტიაში ამისამართებენ.
როგორ უნდა დაძლიოს ნდობის კრიზისი ოპოზიციამ? - "ნაციონალურ მოძრაობაში" ლიდერის პათოსს სრულად იზიარებენ. ამბობენ, რომ პარტიების ტაქტიკა ეფექტური არ არის. კოლეგებს ურჩევენ, სააკაშვილის შეგონებებს მიჰყვნენ.
ე.წ. ოპოზიციური ალიანსი არჩეული ტაქტიკიდან გადახვევას არ აპირებს. მათთვის გაუგებარია, რას სთავაზობს სააკაშვილი ოპოზიციას დაწუნებული სტრატეგიის ალტერნატივად. ამბობენ, რომ ლიდერის უკმაყოფილება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას ეხება.
რატომ ვერ ხერხდება "ნაციონალური მოძრაობის" გაერთიანება მემკვიდრე პარტიებთან? - საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ სააკაშვილის ფაქტორის გარდა, მთავარი ბარიერი ერთმანეთის მიმართ არსებული სიძულვილია.
ე.წ. კარდაკარს, რომელსაც პარტიები თბილისში ატარებენ, არ ესწრება სააკაშვილის პარტია. "ნაციონალურ მოძრაობას" ლიდერის მითითების შესაბამისად, საკუთარი დღის წესრიგი აქვს.