05 აგვისტო 2026,   14:46
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე: შედგა მეგობრული და საინტერესო საუბარი

უკრაინული მხარის ინიციატივით, ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მეგობრული და საინტერესო საუბარი შედგა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხებოდა.

"მე შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი იქიდან გამომდინარე, რომ დახურული ფორმატის შეხვედრა იყო, თუმცა, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რომელიც შედგა ჩვენ შორის.

თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო საუბარი ჩვენ შორის და იყო ძალიან მეგობრული," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები