"რუსთავი 2-ის" მაყურებელი, დღეს, მეგა პროექტსი "ქართული" მესამე ლაივ შოუს იხილავს.
დღევანდელი ეთერის კონცეფცია განსხვავებულია - ამჯერად, პროექტ "ქართულის" მონაწილეებს თავისუფალი არჩევანი ჰქონდათ და დღეს, მათთვის საყვარელ სიმღერებს შეასრულებენ.
"ქართული" მრავალხმიანობისა და ქალაქური სიმღერის მასშტაბურ კონკურსში, ანსამბლები, ბენდები, ტრიოები და კვარტეტები მონაწილეობენ.