07 აგვისტო 2026,   03:18
ვრცლად
ინტელექტუალური საკუთრების ფორუმი - თბილისი მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ევროპის 14 ქვეყნის წარმომადგენელი, სპეციალურად მოწვეული პროფესორი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ლიდერები - თბილისი მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.

მონაწილეები თანამედროვე ეკონომიკაში დიზაინის, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის როლს განიხილავენ.

სესიაზე ყურადღება მეწარმეობისა და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებაში დიზაინის დაცვის მნიშვნელობას დაეთმო, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების წახალისებას, კონკურენტული გარემოს გაძლიერებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

კონფერენციის პარალელურად, ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ექსპოზიცია საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების სასახლის ქართული ტრადიციული სამოსს და საიუველირო ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს. მონაწილეებს საშუალება აქვთ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული სამოსიდან თანამედროვე ინტერპრეტაციებამდე ქართული დიზაინის ნიმუშებს გაეცნონ.

ორ-დღიანი საერთაშორისო კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და საქპატენტის ორგანიზებით იმართება.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები