18 ივნისი 2026,   17:00
ვრცლად
მაია სანდუ კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა. მაია სანდუ კიევში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. 

"დღეს მე და მაიამ ძირითადი ყურადღება გავამახვილეთ უსაფრთხოების საკითხებზე, ჩვენს საზღვრისპირა თანამშრომლობაზე, ინფრასტრუქტურის დაცვასა და განვითარებაზე, ენერგეტიკაზე და სიღრმისეულად ვისაუბრეთ ევროკავშირისკენ ჩვენს ერთობლივ სვლაზე", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ, სანდუ ჩერნობილში გაემგზავრება და ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის მე-40 წლისთავზე კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებს.

დღის ამბები