18 ივნისი 2026,   15:40
ვრცლად
ვიქტორ ორბანი საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს.

როგორც მან ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მზადაა, კვლავ უხელმძღვანელოს პარტია "ფიდესს", თუ დაგეგმილ ყრილობაზე მხარს დაუჭერენ.

"მანდატი, რომელიც, როგორც "ფიდესი - ქრისტიან-დემოკრატების" სიის ლიდერმა მივიღე, რეალურად "ფიდესის" საპარლამენტო მანდატია, ამიტომ მისი დაბრუნება გადავწყვიტე. ახლა ის საჭიროა არა პარლამენტში, არამედ ეროვნული მოძრაობის რეორგანიზაციისთვის.

პრეზიდიუმი მთავაზობს, გავაგრძელო ჩემი საქმიანობა "ფიდესის" თავმჯდომარის რანგში და ყრილობა თუ ნდობას გამომიცხადებს, ამ პასუხისმგებლობისთვის მზად ვარ", - განაცხადა ორბანმა.

დღის ამბები