04 აგვისტო 2026,   13:10
ვრცლად
პროკურატურამ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევისა  და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო  შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

დღის ამბები