03 აგვისტო 2026,   09:36
ვრცლად
სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ შსს-ს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სუს-იდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება

სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ შსს-ს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სუს-იდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება -  ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი, მცირე მასშტაბის შიდა ინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები