პირველად საქართველოში ფრილანსერებისა და ტექ-მეწარმეებისთვის Unlimited Summit მიმდინარეობს.
ღონისძიება ერთ სივრცეში აერთიანებს ფრილანსერებს, ინოვატორებსა და ბიზნესის შემქმნელებს.
მათ ვინც ციფრულ ეპოქაში მომავლის შექმნით არის დაინტერესებული, ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები, დასაქმება, ბრენდინგი, კარიერული კონსულტაცია, ლიდერშიპი და მეწარმეობა, მარკეტინგი და კონვენტის შექმნა, ეს არის მთავარი თემები. ღონისძიება ასევე მოიცავს იურიდიულ და ფინანსურ კონსულტაციებს და დისკუსიებს მენტალურ ჯანმრთელობაზე.