06 აგვისტო 2026,   20:33
ვრცლად
2025 წელს დადებითი მიგრაციული სალდო შეინიშნება, ისევე როგორც 2024 წელს - პაატა შავიშვილი საქსტატის მონაცემებზე

საქართველოში დადებითი მიგრაციული სალდო ისევ დაფიქსირდა - საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში რამდენიმე ათასით მეტი ადამიანი დაბრუნდა, ვიდრე წავიდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის მიგრაციის სტატისტიკის მიხედვით, შემოსული იმიგრანტების რაოდენობამ 131,501 შეადგინა, ემიგრანტების რიცხვმა კი 114,374.

"დადებითი მიგრაციული სალდო შეინიშნება 2025 წელს, ისევე როგორც 2024 წელს. თუკი 2024 წელს დადებითი მიგრაციული სალდო შეადგენდა 14 400 ადამიანს, 2025 წელს ს მაჩვენებელი გაიზარდა და 17 127 ადამიანი შეადგინა. თუკი ამ მონაცემებს შევხედავთ მოქალაქეობრივ ჭრილში, დადებითი მიგრაციული სალდო შეინიშნება საქართველოს მოქალაქეებში, ისევე, როგორც 2024 წელს, 2025 წელსაც დადებითი მიგრაციული სალდო გვაქვს და თუკი 2024 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 840-მდე ადამიანს, 2025 წელს ოთხჯერ გაიზარდა და 3 200 ადამიანამდე მიაღწია,"- აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი.

დღის ამბები