ისრაელის სამხედრო ძალებსა და "ჰეზბოლას" შორის შეტაკებები გრძელდება. ცაჰალის განცხადებით, მათ სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" დაჯგუფების 6 შეიარაღებული წევრის ლიკვიდაცია მოახდინეს და ამასთანავე დაბომბეს დაჯგუფების რაკეტმტყორცნებიც.
საპასუხო თავდასხმა განახორციელა „ჰეზბოლამაც“ და სამხრეთ ლიბანში ისრაელის ჯავშანტრანსპორტიორი დაბომბა. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელსა და ლიბანს შორის მშვიდობის მიღწევის პროცესი დაწყებულია, "ჰეზბოლა" კი ცდილობს ხელი შეუშალოს ამ პროცესებს.