თეთრი სახლის პრესმდივნის კაროლინ ლივიტის განცხადებით, თეთრმა სახლმა ირანის მხრიდან "გარკვეული პროგრესი დაინახა", რასაც სტივ უიტკოფის და ჯარედ კუშნერის პაკისტანში მოლაპარაკებებისთვის დაგეგმილი ვიზიტი ადასტურებს.
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის მხრიდან ნამდვილად დავინახეთ გარკვეული პროგრესი. კიდევ ერთხელ, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, სტივი და ჯარედი ირანელების მოსასმენად გაგზავნოს, ამიტომ, ვნახოთ რას იტყვიან ისინი", - განუცხადა პრესმდივანმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
CNN-ის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აშშ-მა მიიღო "ერთიანი წინადადება", რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანისგან ითხოვს, ლივიტმა პასუხი არ გასცა.
"ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი იქნება მიღწეული და ვიმედოვნებთ, რომ ამ შეხვედრიდან დადებითი ცვლილებები იქნება", - აღნიშნა მან.
წყარო:CNN